სსიპ-ქალაქ თბილისის
N153 საჯარო სკოლის
ინგლისურისა და გერმანული ენის მასწავლებლის
სალომე ჯარიაშვილის 2020-2021სასწ.წლის
განმავლობაში 61კლასში ჩატარებული პროექტის ციფრული
წიგნის “World of stories”
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ვფიქრობ,
რომ პროექტი წარმატებით განვახორციელე.
ახალმა რეალობამ
და იძულებით,
მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ,
ცხადია, ბევრი
პრობლემა წარმოქმნა,
თუმცა სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებლობებიც გააჩინა.ტრადიციული გაკვეთილი და
საკლასო ოთახი,
გარდა სწავლა-სწავლების პროცესისა,
თავის თავში
მოიცავს სოციალურ
ელემენტებს, ემოციების
გაცვლას, ურთიერთობებს, თვალით შესამჩნევ
თუ შეუმჩნეველ პროცესებს. ეს ყველაფერი მოზარდებისთვის დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორია და
ამ ფაქტორის
გადმოტანა ონლაინ
სივრცეში ძალიან
ძნელია. შედეგად,
მოსწავლეებისთვის ონლაინ
გაკვეთილები ზოგჯერ
დამღლელი და
უინტერესო ხდება.
ამის კომპენსირება, გარკვეულწილად, სხვადასხვა ტექნოლოგიური შესაძლებლობით და
გაკვეთილების კარგი
დაგეგმვით ხდება.ასევე მნიშვნელოვანია
რომ მასწავლებელმა გამოიყენოს თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებს განუვითაროს
21 საუკუნის უნარები,როგორიცაა კრიტიკული აზროვნება,კომუნიკაცია,თანამშრომლობა,წარმოსახვითი
და შემოქმედებითი უნარები,ციფრული წიგნიერება.
პროექტი „ჩემი პირველი ციფრული წიგნი“ დაიგეგმა და განხორციელდა
6ა კლასში .აღნიშნული კლასის მოსწავლეები არიან ძალიან მოტივირებულები და მზადმყოფნი ახალი
სიახლისადმი.პროექტი თავისი შინაარსით ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.პროექტის
ფარგლებში მათ შეისწავლეს to be და სხვა წესიერი და არაწესიერი ზმნების წარმოების და
გამოყენების საშუალებები,ისწავლეს როგორ დაწერონ სურათის მიხედვით პატარა მოთხრობა
და გაითვალისწინონ მოთხრობის აგების ფაზები და შეისწავლონ მისი სტრუქტურა,ისწავლეს
და წარმოაჩინეს ციფრული რესურსების გამოყენების
და ნავიგაციის უნარი.
მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართული აქტოვობების განხორციელებისას.
განსაკუთრებით საინტერესო და მრავლისმომცველი აღმოჩნდა
მათთვის ცნობილ ადამიანებზე მოპოვებული ინფორმაციის განათავსება სხვადსხვა ფორმატში.პოსტერებზე,ვიდეო
ფაილების და სხვადსხვა ციფრული საიტის სახით,როგორიცაა( Sway,picsart,Power point,
filmora)პროექტის თითოეულ საფეხურზე ვახდენდი მოსწავლეების შეფასებას და მონიტორინგს.პროექტის
დასასრულს მოხდა წიგნის პრეზენტაცია თიმსის პლატფორმის გამოყენებით და აღნიშნულ პრეზენტაციაზე
დავისწარით სკოლის მასწავლებლები და კათედრის წევრები.მათგან მივიღეთ შეფასებები.პროექტის
რეფლექსიისთვის გამოვიყენე მოსწავლეთა და მშობლების შეფასებები,რომელიც გავაკეთე ფორმსის
ფორმატის ქვიზებში.მსგავსი შეფასებების განხილვა საშუალებას მაძლევს უფრო საინტერესო
და ნაყოფიერად წარვმართო პროექტი.მომავალში ვგეგმავთ რომ გაგრძელდეს ეს პროექტი და
გაფართოვდეს,მოსწავლეებს საზაფხულო დავალებად მიეცემათ კლასელების მიერ შექმნილ ამბებს
გაეცნონ და ჩაინიშნონ მათთვის საინტერესო საკითხები,რომელი მოთხრობა მოეწონათ და რატომ,რომელი
პერსონჟი მოეწონათ ,რა გაიგეს და ისწავლეს კონკრეტული ამბიდან,ასევე საიტი რომელშიც
მოსწავლეების ციფრული წიგნი აეწყო იყო https://bookcreator.com/ რომელიც იძლევა
საშუალებას მოსწავლემ ჩაწეროს საკუთარი ხმა
და ისე წაიკითხოს თავის მოთხრობა ,ასევე ონლაინ მოუსმინოს და განუვითარდეს მოსმენის
უნარი.
წინასწარ
არსებული პროექტის გეგმის მოდიფიცირება გახდა საჭირო. მეტი დრო დასჭირდა ზოგიერთ აქტივობებს,
რაც არ იყო მანამდე გათვალისწინებული. ასევე
საორგანიზაციო საკითხებიც ვფიქრობ ,რომ არ იყო კონკრეტულად დროში გააზრებული.ასევე
ეპიდემიის არსებობა გახდა ხელისშემშლელი ფაქტორი იმ მხრივ რომ ყველა მოსწავლე ვერ ჩაერთო
მოთხრობის შექმნაში დისტანციაზე ყოფნის გამო.
რეალურად ვხედავდი, რომ მოსწავლეები აღტაცებულები და მოტივირებულები ხვდებოდნენ პროექტის თითეულ აქტივობას,ხალისით
ასრულებდნენ დავალებებს, უზიარებდნენ აზრებს ერთმანეთს.მე ვფიქრობ,რომ მსგავსი პროექტით
ისინი უფრო ხალისით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში.
ჩემთვის როგორც პედაგოგისთვის მსგავსი პროექტი იყო
დიდ გამოცდილება და გამოწვევა ჩემს პროფესიულ განვითარებში. თუმცა ,მომავალში გავითვალისწინებ აღნიშნულ ხარვეზებს და კათედრის
წევრებთან ერთად,ვისაც საკმაოდ დიდი გამოცდილება
აქვს ამ მიმართულებით დავსახავ მათი გადაჭრის გზებს. იხილეთ ციფრული წიგნი შემდეგ
ლინკებზე
https://mysalomemy.blogspot.com/
https://read.bookcreator.com/uWh-vnWgT5zV9_X9Yd5ktJ_N8ML93BNUZEvmR-f17K4/0lB3PJspSzqVif8jUC0ZkA?fbclid=IwAR0ZwfeISBwwYneZmQNImcX1o46JEAysPdj__35BP4nVt05Z0NsYzK2TeRM
No comments:
Post a Comment